21:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 19:22:25, 1274 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილის განცხადებები დიდ ზიანს აყენებს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს - გერმანიის საგარეო უწყება

 გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს შალვა პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს.

„ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, — ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე მუდმივად ადანაშაულებს გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს ვენის კონვენციის დარღვევასა და „ექსტრემისტების“ მხარდაჭერაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics