21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 14:40:53, 877 ნახვა

პოლიტიკა
ერთპარტიული პარლამენტის სპიკერი - ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ „მოძალადე მედია“ ახალი ფენომენია

თბილისის საარჩევნო შტაბზე „ნაცი“ „ტიტუშკების“ თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა, – ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

პაპუაშვილი მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ამ პროცესში, ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა, ჩართული ჰყავთ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმები, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაფინანსებული „ნეტგაზეთი“, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე. მიკერძოებული, პარტიული, ყვითელი, ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ „მოძალადე მედია“ ის ახალი ფენომენია, რომელიც, რუანდის „ათასი ბორცვის რადიოს“ მაგალითზე, უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია“, – წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics