23:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 15:56:47, 1058 ნახვა

პოლიტიკა
ობახიძე - ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“, წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის

ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად", წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის, -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით ეს ადამიანები ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში ყოფნისას უპირისპირდებოდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი.

„ჩვენი მიზანი იცით, რაც არის, უნდა მომზადდეს კონსტიტუციური სარჩელი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად", წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას და ახლაც, როდესაც არიან ოპოზიციაში, ამ 13 წლის განმავლობაში, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, იმისათვის, რომ დადგინდეს სამართლებრივი ჭეშმარიტება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ასეთმა ადამიანებმა, უცხოელმა აგენტებმა, გარე დაკვეთით, მუდმივად შფოთის რეჟიმში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს სხვა პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენ გვინდა, საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა და ამისათვის, უცხოელი აგენტებისგან შემდგარი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის დასრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics