09:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-30 12:16:37, 1829 ნახვა

კომენტარი
ფაშინიანი- ვაშინგტონის დეკლარაციის გარშემო არსებითი განხილვები სექტემბრიდან დაიწყება

ვაშინგტონში 8 აგვისტოს, აშშ-ის შუამავლობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი დეკლარაციის შემდეგ, ამ საკითხზე არსებითი განხილვები არ გამართულა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„ძვირფასო კოლეგებო, ვაშინგტონში ხელმოწერილი სომხეთი-აზერბაიჯანი-აშშ-ის სამმხრივი დეკლარაცია დიდი დოკუმენტი არ არის. ეს მხოლოდ ხუთპუნქტიანი დოკუმენტია, სადაც ჩამოთვლილია ხუთი პრინციპი, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, იურისდიქცია, საზღვრების ურღვევლობა და ურთიერთობა. ვინც ამ ჩარჩოდან გასულ განცხადებებს აკეთებს, რეალობასთან კავშირი არ აქვს. ხოლო ამ ჩარჩოში არსებული ყველაფერი შეიძლება განიხილებოდეს და განხილვადი იქნება“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს.

„ჩვენ არაფერს განვიხილავთ, რადგან 8 აგვისტოს შემდეგ ამ თემაზე არსებითი განხილვა არ ყოფილა. სექტემბრიდან დავიწყებთ უფრო არსებით განხილვებს როგორც აშშ-სთან მათი ნაწილის მიხედვით, ასევე აზერბაიჯანთან მათი ნაწილის მიხედვით“, –





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics