10:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 23:17:35, 2385 ნახვა

კომენტარი
გორის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან“ მადლობელია, რომ 2009 წელს რუსები გორში შევიდნენ

გორის საკრებულოს თავმჯდომარე  „ქართული ოცნებიდან“ დავით რაზმაძე მადლობელია, რომ 2008 წლის ომის დროს რუსი სამხედროები გორში შევიდნენ.

"ისინი აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“ – განაცხადა დავით რაზმაძემ „ნიუ იორკ თაიმსთან“.
გამოცემა აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „როგორ გადავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის ფრონტის წინა ხაზზე“.

დავით რაზმაძე ერთ-ერთია, ვისაც „ნიუ იორკ თაიმსი“ ესაუბრა და გამოცემის ცნობით, 2008 წლის ომში მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.
„ეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო. ის შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე“, – გაანცხადა რაზმაძემ.

„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ 90-წუთიანი ინტერვიუს დროს რაზმაძემ მოახერხა სააკაშვილის დადანაშაულება ყველაფერში – ეკლესიაში მრევლის შემცირებიდან დაწყებული მუნიციპალური შადრევნების ხარჯების გადაჭარბებით დამთავრებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics