09:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 23:36:00, 911 ნახვა

სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია გაუკეთონ

„გაუკეთონ ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია და 2 წუთში დამტკიცდება, რომ დენით (გაზით) გარდაიცვალა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია გაზით მოწამვლის შედეგად დაიღუპა, რაც იმ დროს საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.  
„მე მიმაჩნია, რომ ზურაბ ჟვანია  გაზით მოწამვლის შედეგად დაიღუპა. იმ დროს თბილისში ყოველწლიურად  გაზის მოწამვლით 200–300 ადამიანი იღუპებოდა.  ეს იყო ჩვეულებრივი ბინა.  მაშინ ამბობდნენ, რომ პრემიერ–მინსტრს ეს როგორ შეიძლებოდა დამართნოდა, პრემიერი ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, არ ქონდა არც მდიდრული აპარტამენტი. ეს რომ მოხდა, დედაჩემს ზუსტად ასეთი გაზის გამათბობელი ჰქონდა და სასწრაფოდ გამოვაცვლევინე. ყველანი ასეთ პირობებში ვიყავით მაშინ, მაგრამ ამას არ ქონდა საქმე მის პირად ცხოვრებასთან, მე არასდროს არ მაინტერესებდა ზურას პირადი ცხოვრება.  ჩემს პირად ცხოვრებაზეც ასეთი თავდასხმა იყო. მე ბოლო მიტინგი ასლან აბაშიძემ მომიწყო ლოზუნგით „ძირს ცისფერი სააკაშვილი“. მე ასეთ თემებზე საუბრის ალერგია მაქვს. ამიტომ, არასდროს არ აქვს მნიშვნელობა ზურას პირად ცხოვრებას“, – აღნიშნა სააკაშვილმა. 
ექს–პრეზიდენტის მტკიცებით, ყოფილ ხელისუფლებას FBI არ მოუწვევია. ის  თავად ჩამოვიდა და დასკვნა დაწერა. 
რაც შეეხება ჟვანიას გარდაცვალებაზე FBI–ის დასკვნის არ გასაჯაროვებას, სააკაშვილის თქმით, ეს მისი სურვილით მოხდა.
„ეს დასკვნა რატომ არ გამოქვეყნდა – ამაზე ბევრი კამათი გვქონდა. ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ დასკვნა  არ უნდა გამოგვექყნებულიყო. მე ზურაბ ჟვანიას წინაშე ვალდებულება მქონდა, რომელიც პირნათლად შევასრულე. ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს. მე ამაზე საშინელი გართულება მაქვს. მიმაჩნდა, პატარა დეტალების გასაჯაროვება, საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა და დღესაც ასე მიმაჩნია. გამოიძიონ, გაკეთონ ექსჰუმაცია და  2 წუთში დადგინდება, რომ დენით (გაზით)  გარდაიცვალა“, – განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics