14:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-06 13:12:22, 1910 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა.

როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, არსებობს რისკები, რომ ნიკა მელიამ მტკიცებულებები გაანადგუროს, ან მიიმალოს ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს, აქედან გამომდინარე ბრალდების მხარე მის კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა.

დაცვის მხარის განცხადებით კი, რისკები, რომლებიც ბრალდების მხარემ ჩამოთვალა, გათვალისწინებული არ უნდა ყოფილიყო და ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მომხდარიყო, თუმცა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის არგუმენტები სრულად გაიზიარა და ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics