09:03 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-01 15:33:49, 2315 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი- მზად ვარ ვიყო მერობის კანდიდატი

„მზად ვარ ვიყო მერობის კანდიდატი და ამისთვის თავს არ დავზოგავ. თუ იქნება სხვა, უფრო ძლიერი, უფრო მებრძოლი კანდიდატი, მე მას დავუჭერ მხარს და აბსოლუტურად არ მაინტერესებს არანაირი თანამდებობა ამის სანაცვლოდ“, - განაცხადა პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელიაშვილმა ტელეარხ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისი თქმით, ის ათასჯერ უკეთესი მერი იქნებოდა, ვიდრე კახა კალაძე.

„ჩვენ რთული ბრძოლა გველის. ჩვენ უკიდურესად არათანაბარ არჩევნებში შევდივართ. დიახ, ჩვენ საარჩევნო კამპანიაში შევდივართ. რაც შემეხება პირადად მე, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მზად ვარ ვიყო მერობის კანდიდატი. ამისთვის თავს არ დავზოგავ. მე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი, ვიდრე კახა კალაძე“, - თქვა ალეკო ელიაშვილმა.

რაც შეეხება პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ პოზიციას, რომელიც ნეიტრალურ კანდიდატზე შეთანხმების მომხრეა, ელიაშვილმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ამ იდეას.

„მე არ მაქვს პოლიტიკური ან კარიერული ამბიციები. ვინც არ უნდა გახდეს მერობის კანდიდატი, მზად ვარ საათობით ვიჯდე მასთან და კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, რათა დავამტკიცო, რომ შესაძლებელია ერთ წელიწადში თბილისში საცობების სრულად მოშორება. ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ სხვებიც განიხილება. თუ ვინმე უფრო ძლიერი, უფრო მებრძოლი მოიძებნება, მე აუცილებლად დავუჭერ მხარს. სანაცვლოდ არანაირი თანამდებობა არ მჭირდება“, - განაცხადა ალეკო ელიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics