14:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-10 13:40:52, 1006 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ენჯეოებზე - ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, მოეწყოთ გადატრიალება

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკომისიის მიერ გადაცემული თანხების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ის, რაც ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, წახალისებული და დაფინანსებული იყო გარედან - ევროკავშირის ქვეყნებიდან, სხვადასხვა ორგანიზაციიდან; ამ ყველაფერში ჩართული იყო ასევე ამერიკული ორგანიზაციები. მთავარი მიზანი და მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა. ამას ისინი ცდილობდნენ სხვადასხვა გზით და ამ ყველაფრის გამტარები იყვნენ ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები მთლიანად დაცლილები არიან იმ ყველაფრისგან, რასაც ზოგადად არასამთავრობოს სტატუსი და შინაარსი გულისხმობს. ისინი ჩვეულებრივ ჩართულები არიან პოლიტიკურ პროცესებში, რევოლუციურ სცენარში იყვნენ ჩართული და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება - არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics