|
2025-07-04 13:05:47, 1064 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო მოუწოდებს სირიის ახალ მთავრობას გააუქმოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო, მოუწოდებს რუსეთის ჯარების გაყვანისა და დევნილების უსაფრთხო დაბრუნებისკენ. - ამის შესახებ ეუთოს მიერ მიღებულ დეკლარაციაშია ნათქვამი. ასამბლეა უარყოფს ყველა მცდელობას, რომელმაც შეიძლება ლეგიტიმაცია მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლქვეშ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს. დეკლარაციაში შევიდა მოწოდება სირიის მთავრობისადმი, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. „მოხარული ვარ, რომ ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში. ის მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, — დაწერა X-ზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)