|
2025-07-02 19:04:51, 954 ნახვა
პოლიტიკა
მარკ რუტე - აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრაინამ ეს ომი არ წააგოს
მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინას არ შეუძლია ამერიკული დახმარების გარეშე, აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრაინამ ეს ომი არ წააგოს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან საუბარში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ „სრულიად ესმის” აშშ-ის მისწრაფება, რომ უსაფრთხოების სფეროში თავისი ინტერესები დაიცვან. „მაგრამ როდესაც საქმე უკრაინას ეხება, მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინას არ შეუძლია მთელი დახმარების გარეშე, რომლის მიღებაც შეუძლია, თუ საუბარია საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე“, - განაცხადა რუტემ. ნატოს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ ტრამპმა და ზელენსკიმ ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს და „ძალიან კარგი საუბარი ჰქონდათ, რომელიც ფოკუსირებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემებზე“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები თავიანთ დაცვის ხარჯებსა და უკრაინის დახმარებას ზრდიან, „მაგრამ არ შეგვიძლია აშშ-ის პრაქტიკული დახმარების გარეშე“. „ეს ასევე აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრიანამ ომი არ წააგოს… ხოლო უსაფრთხო ევროპა ასევე უსაფრთხო აშშ-საც ნიშნავს. ეს სრულიად ურთიერთდაკავშირებულია,” - განაცხადა რუტემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)