|
2025-07-02 18:42:29, 779 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - back way ticket გაქვთ?
ერთი კითხვა მაქვს: გადავდექი და „რატომ მიგვატოვეო“. „წავედი და ე, ბიჭო, როდის დაბრუნდები, სწრაფად, ძალიან მოგვენატრეო“. ივანიშვილმა იცის, ასე რომ გიყვარვართ? ხომ არ ეჭვიანობს? - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს. გახარიას ამ განცხადებას თეა წულუკიანმა ასე უპასუხა: „ამაზე ჩემს ბავშვობაში, თქვენ რომ მოსკოვში სწავლობდით, ამბობდნენ „სად გავიცინოთო?!“ მანამდე გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე საუბრობდა, რომ არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა. „ადასტურებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას და იქნებით ჩართული? თუ სადღაც სასტუმროში იქნებით? ანუ "back way ticket" გაქვთ?“- მიმართა წულუკიანმა გახარიას, რასაც მან უპასუხა, რომ „დიახ, ვადასტურებ! სრულად ვიქნები ჩართული, არ იღელვოთ“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)