|
2025-07-01 14:06:32, 743 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი, გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა. წელს საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისთავი აღინიშნება. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორგანიზაციასთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. „გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს და ამ მხრივ არსებულ პროგნოზებს. აღინიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ვაჭრობაში საქართველოს გამოკვეთილ როლზე, რომელიც გამომდინარეობს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებიდან და მისი საქართველოს გაზრდილი როლიდან შუა დერეფნის განვითარებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სავაჭრო შესაძლებლობების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და გენერალურ მდივანს საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში მოიწვია“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)