|
2025-07-01 10:55:13, 634 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე - მინდა სოლიდარობა გამოვხატო საგარეო უწყების თანამშრომლების მიმართ, ვისაც მოუწია დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სოლიდარობას უცხადებს საგარეო უწყების თანამშრომლებს და ყველა საჯარო მოხელეს, რომელთაც მისივე თქმით, „დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო მოუწიათ“. აღნიშნულის შესახებ მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“ წერს. „მინდა სოლიდარობა და თანადგომა გამოვხატო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეების მიმართ, ვისაც მოუწიათ დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო. უმეტესობას ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ არიან ძალიან კვალიფიციური და პატრიოტი დიპლომატები. ვიცი, რა რთულია მათთვის დიპლომატიურ სამსახურზე უარის თქმა, მაგრამ უფრო რთული იქნებოდა შეგუება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)