|
2025-06-29 10:34:49, 793 ნახვა
პოლიტიკა
დღეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია — „საქართველო დადექი“ გაიმართება
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 29 ივნისს საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „საქართველო დადექი!“ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება ლოზუნგით: : „დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექი საქართველოსთვის!“. “საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები. ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება — და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი — ციხეში. დღეს დუმილი მორჩილებაა. მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა — ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების”, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)