23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 10:48:02, 761 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია - ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ქვეყანა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერ პასუხს გასცემს“.

„ისრაელმა ოპერაციის ყველა მიზანს მიაღწია. ისრაელმა ორი პირდაპირი საფრთხე აღმოფხვრა, როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკური რაკეტების სფეროებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს თავდაცვის სფეროში მათი მხარდაჭერისა და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics