02:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 10:09:34, 1121 ნახვა

მსოფლიო
საჰაერო ძალებმა თეირანში სამხედრო ობიექტებსა და ბირთვული კვლევის ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით თეირანში ავიაიერიშები განახორციელა, რომლის სამიზნეც ირანის ათობით სამხედრო ობიექტი და ბირთვული კვლევის ობიექტი იყო, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ავიაიერიშებში 60-ზე მეტი გამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც 120 საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს. სამიზნეებს შორის იყო რაკეტების წარმოების რამდენიმე ობიექტი თეირანში, რომელიც ირანის თავდაცვის სამინისტროს სამრეწველო ბირთვს წარმოადგენდა.

„სამიზნეებს შორის იყო სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, რომლებიც აწარმოებდნენ რაკეტების კომპონენტებს და ობიექტები, რომლებიც რაკეტების ძრავების საწარმოებლად გამოიყენებოდა. დარტყმები ასევე განხორციელდა SPND-ის [თავდაცვის ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის] ბირთვული პროექტის შტაბ-ბინაზე“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics