02:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 15:47:12, 1019 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

იური უშაკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს და მომავალ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„რუსეთი და ჩინეთი მკაცრად გმობენ ისრაელის ქმედებებს, რომლებიც გაერო-ს წესდებას არღვევს. მოსკოვი და პეკინი იმ ფაქტიდან გამომდინარეობენ, რომ სიტუაციის ძალის გამოყენებით მოგვარება შეუძლებელია“, - განაცხადა უშაკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ინფორმაციით, პუტინმა და სი ძინპინმა კანადაში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შედეგების შესახებაც ისაუბრეს.

„კერძოდ, მათ აღნიშნეს ის ცნობილი ხარვეზები, რომლებიც ამ შეხვედრის მონაწილეებს შორის ურთიერთობებში გამოიკვეთა“, - აღნიშნა უშაკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics