03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 11:06:08, 824 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - ახლო აღმოსავლეთში ბირთვული საფრთხე ჰიპოთეტური არ არის

ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი არა მხოლოდ ესკალაციას იწვევს, არამედ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს, რადგან დარტყმები ბირთვულ ობიექტებზე ხორციელდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს ყველაფერი (ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი) არა მხოლოდ ესკალაციამდე მიდის, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს იმის გამო, რომ დარტყმები ხორციელდება მშვიდობიან ატომურ თუ ბირთვულ ობიექტებზე“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, ირანს აქვს და ექნება ბირთვული ობიექტების ფლობის უფლება და მათზე დარტყმები გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს და ამ კონფლიქტში ბირთვულ საფრთხეს რეალური მნიშვნელობა აქვს.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბირთვულ საფრთხეზე, რომელსაც არა ჰიპოთეტური, არამედ პრაქტიკული განზომილება აქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics