03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 10:17:33, 940 ნახვა

მსოფლიო
კირ სტარმერი - პუტინის ომის მანქანის დამფინანსებლებს დასამალი ადგილი არ უნდა ჰქონდეთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი კანადის ქალაქ კანანასკისში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„სასიამოვნო იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა. გაერთიანებული სამეფო რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს - პუტინის ომის მანქანის დამფინანსებლებს დასამალი ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - წერს სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ეხმაურება და აცხადებს, რომ კირ სტარმერთან რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სხვა საკითხები განიხილა.

„იმისთვის, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება აიძულონ, საჭიროა დიდი შვიდეულის ყველა ქვეყნის მიერ კოორდინირებული სანქციები მათი ენერგეტიკული და საბანკო სექტორების, ჩრდილოვანი ფლოტისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება - როგორც სისტემების, ასევე რაკეტების. ამას ხაზს უსვამს რუსეთის მუდმივი მასიური თავდასხმები, რომლებიც ტრაგიკულად იწირავს უკრაინელების სიცოცხლეს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics