14:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 18:41:22, 873 ნახვა

მსოფლიო
რუსი დეპუტატი - საქართველომ არჩევანი ეროვნულ ინტერესებზე გააკეთა, არა ლიბერალურ დიქტატურაზე

საქართველომ, პირველმა, ევროკავშირის კანდიდატობის წევრი ქვეყნებიდან, უარი თქვა დაჰყოლოდა ბრიუსელის მითითებებს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში - ამის შესახებ რუსმა სენატორმა, ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.

,,ურსულა ფონ დერ ლაიენს, საკუთარი საბრძოლო რეკომენდაციებით, ნეოწარმართული ღირებულებებითა და რუსეთისადმი სულელურად აგრესიული ურთიერთობით, თავაზიანად შესთავაზეს, რომ "ბამბუკი გაებოლებინა" (რედ. - რუსული გამოთქმა რომელიც ნიშნავს არაფრის კეთებას, მარიხუანის მოწევას, ან თამაშგარეთ დარჩენას). მისმა სატრაბახო "ბერკეტებმა", არჩევნების გაყალბების შესახებ, საქართველოსთან ვერ გაამართლა, იქ არჩევნები მისი სურვილების საპირისპიროდ გაიმართა, მის მიერ ხელდასმული ზურაბიშვილი კი მასში (არჩევნებში) "მოსრიალდა", თანაც ქარის სისწრაფით.

ევროკავშირს თბილისში მაიდანის გამეორება ვერ გამოუვიდა. და შემთხვევითი არ არის, რომ ვიქტორ ორბანის მტკიცებით, ახლა ევროკავშირს საქართველოსი ეშინია და შურთ მისი ეკონომიკის მდგომარეობის. საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე გააკეთა და 9არა ბრიუსელის ლიბერალურ დიქტატურაზე - და მოიგეს კიდეც''- აცხადებს რუსი სენატორი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics