20:46 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 13:24:59, 656 ნახვა

პოლიტიკა
უმრავლესობის დეპუტატების დისკრიმინაციული გამონათქვამები - „ქუთაისში „პიდარასტების“ აქციას თუ მოვესწრებოდი არც დამესიზმრებოდა“

ქუთაისის პარლამენტთან  "იდენტობის" ორგანზიებით აქციაა დაანონსებული. ისინი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებენ,  რომლის  მიხედვითაც ოჯახი  ქალის და მამაკაცის ერთობაა.

 დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას  "ქართული ოცნების" დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დისკრიმინაციული სიტყვა გამოიყენა:

"ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია, იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქიდან „გაპიდარასტებას“ იწყებენ მგონი ზოგიერთები" -განაცხადა მეჭიაურმა.

"იდენტობის" მიერ  დაანონსებულ აქციას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე კი, ასე გამოემხაურა:

"რა გინდათ, პარლამენტში „პიდარასტების“ აქციაა, ამას თუ მოვესწრებოდი არც დამესიზმრებოდა, არც დამესიზმრებოდა, თუ ქუთაისში,  ჩემს სახლის წინ,  ამას მოვესწრებოდი", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

ქუთაისის პარლამენტთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics