13:41 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 12:47:44, 618 ნახვა

საზოგადოება
„მაესტროს“ ჟურნალისტები 15:00 საათზე საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ

ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. ჟურნალისტები მოდავე მხარეებს მოუწოდებენ დაიცვან ის ვალდებულებები, რაც თანამშრომლების წინაშე აკისრიათ, მათ შორის ფინანსურიც.

ჟურნალისტებს კითხვები სასამართლოსთანაც აქვთ, ამიტომ ისინი 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ. ისინი ასევე მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ შეუერთდნენ მათ აქციას ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.

” ჩვენ ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უზრუნველვყოფდით „მაესტროს“ ეთერის უწყვეტობას, პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ ინფორმაციაზე, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში მაყურებელს ვაწვდიდით და რომელსაც საინფორმაციო სამსახური ერთობლივად ამზადებდა. ჩვენი პოზიცია უცვლელია. მაგრამ ახლა უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე დავის დაწყებამდე. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეწილის, ეკა აკობიას განცხადება, სიახლეა ისიც, რომ ამ დავას მხოლოდ ორი მხარე ჰყავს და მათ შორის მოლაპარაკება შესაძლებელია.

მივმართავთ დავაში მონაწილე ყველა მხარეს. მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი პროფესიული საქმიანობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში შევასრულოთ. ყველა მხარემ დაიცვას ის ვალდებულებები, რაც თანამშრომლების წინაშე აკისრიათ, მათ შორის ფინანსურიც.

ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ იარაღი რომელიმე მხარის ხელში. ვიაზრებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მაყურებლისა და საზოგადოების წინაშე. როგორც ჟურნალისტებს გვაქვს კითხვები სასამართლოსთან, სწორედ ამიტომ დღეს ისევ ვიკრიბებით 15 საათზე საქალაქო სასამართლოსთან და ველით ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია“ - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics