|
2025-06-12 14:03:16, 713 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - რატომაა ეს დამოკიდებულება, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა?!
ისმის კითხვა, რატომაა ეს დამოკიდებულება, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა?! - ჩვენ კი ვიცით, ამის მიზეზი რა არის, თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა! ჩვენ არავის ვებრძვით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც კალაძე აღნიშნავს, ევროპელი ბიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებები, „რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, კატეგორიულად მიუღებელია“. „რას აკეთებს საქართველო, ზოგადად, რატომაა ეს დამოკიდებულება, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა? ისმის კითხვა, რატომ?! რა არის ამის მიზეზი?! ჩვენ კი ვიცით, ამის მიზეზი რა არის, თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებს, ქვეყანაში უსაფრთხოებას, მშვიდობას, სიმშვიდეს და მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ქვეყნის ინტერესების დათმობა არ მოხდება! ეს უნდა გაიგოს ყველამ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება, რომ მითითებები მისცეს ხელისუფლებას. ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირველ რიგში, სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის განვითარებას. საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვეყნის პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა. კერძოდ, ტუსკის თქმით, მზად არის, არსებული მეთოდები გამოიყენოს, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მინიმუმამდე შემცირდეს. პოლონეთის პრემიერის თქმით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ იმ ქვეყნებსაც, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს პოლონეთში ან ევროპაში.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)