|
2025-06-09 20:10:49, 906 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია იოსელიანზე - კიდევ ერთი სიმპტომია იმისა, საით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა
რეჟიმის ლიდერის და ოლიგარქის ან მისი ოჯახის წევრების პერსონალური შეურაცხყოფის ან უხამსი პოლიტიკური კრიტიკის გამო ოპონენტების საჯარო მობოდიშების და მონანიების იძულება - კიდევ ერთი საგანგაშო და სამარცხვინო სიმპტომია იმისა თუ საით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა.. რაც არ უნდა მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რეჟიმის პროპაგანდისგან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ის რაც უკვე ვიხილეთ და რაც უდავოა - ვგულისხმობ საჯარო მონანიებას ხელისუფლების ოპონენტისგან, სრულიად საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ აქ სწორედ ასეთ სახიფათო მოვლენასთან გვაქვს საქმე. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად ქვეყანაში იმ ხასიათის რეფორმები უნდა ჩატარდეს, რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების მქონე პირთაგან ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენებას. - აცხადებს პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. 8 ივნისს ენმ-ს პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა 50-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის 7 წლის წინ მასზე გაკეთებული განცხადებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)