14:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 16:38:40, 2020 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელები სახლში ბრუნდებიან რუსეთის ტყვეობიდან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ტყვეების გაცვლის პროცესი დაწყებულია. ტყვეების გაცვლა კიევსა და მოსკოვს შორის რამდენიმე ეტაპად უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე გათავისუფლებული უკრაინელების რაოდენობასთან დაკავშირებით საბოლოო მონაცემებს მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

ტყვეების გაცვლაზე მხარეები სტამბოლში გამართული ბოლო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ.

„ჩვენები სახლში არიან, უკრაინელები სახლში ბრუნდებიან რუსეთის ტყვეობიდან. დღეს დაიწყო გაცვლა, რომელიც რამდენიმე ეტაპად უახლოეს დღეებში გაგრძელდება. ახლა დაბრუნებულთა კატეგორიებს შორის არიან დაჭრილები და მძიმედ დაჭრილები, ასევე 25 წელზე ნაკლები ასაკის პირები. პროცესი საკმაოდ რთულია, მრავალი სენსიტიური დეტალია, მოლაპარაკებები ფაქტობრივად ყოველდღე გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ სტამბოლის შეხვედრის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები ჰუმანიტარულ საკითხებზე სრულად იქნება განხორციელებული. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ყველა დავაბრუნოთ. ამისთვის ყველა დონეზე ვმუშაობთ. უნდა დავაბრუნოთ სახლში ტყვეობაში მყოფი თითოეული ადამიანი. მადლობა მათ, ვინც გვეხმარება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

არსებული ცნობებით, დღეს გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც ტყვეობაში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics