|
2025-06-09 15:45:02, 755 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტები მეგობრობის ჯგუფში არ შემოვიდნენ
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტებთან შექმნილი სამუშაო მეგობრობის ჯგუფის შემადგენლობაში ყოფნა ამ სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა არ ისურვეს. პაპუაშვილი მოუწოდებს ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებს, დაუბრუნდნენ მეგობრობის ფორმატს და უარი თქვან არამეგობრულ ნაბიჯებზე ქართველი ხალხის მიმართ. "პარლამენტის დადგენილებით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, მათ შორის შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა შემადგენლობაში ყოფნა ჯერჯერობით არავინ ისურვა. რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ. იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტები დაუბრუნდებიან ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას. ეს მოგვცემს შესაძლებლობას პარლამენტის წევრებსაც, დაკომპლექტდეს მეგობრობის ჯგუფები" - ამბობს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)