|
2025-06-09 12:54:04, 637 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ჩვენს პოზიციაზე გავლენას ვერავინ მოახდენს
ჩვენი პოზიცია როგორც იყო დასაწყისში, ისეთია დღესაც და იქნება ხვალაც. ამაზე გავლენას ვერავინ მოახდენს, ვერც ქვეყნის შიგნიდან და ვერც – გარედან. თუ მეკითხებით, როგორია ჩვენი პოზიცია, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი არის ნეიტრალურ და აპოლიტიკურ კანდიდატებზე შეჯერების საკითხი, რაზეც მზად არის პარტია ამ საკითხზე სასაუბროდ. „იყო ერთობასა და რაღაცებზე საუბარი – ერთი რამ გაიგოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პერსონალურად, ქალბატონმა წითლიძემ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ვერ იქნებოდა იმის წინააღმდეგი, რაც ბუნებაში არ არსებობდა და არც იარსებებს, ეს არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენი ერთობა. ასეთი რამ არც წარსულში, არც აწმყოში და არც მომავალში არ იარსებებს. ამიტომ, ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავშლით იმას, რაც არ არსებობს. ვთქვით და ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. რაღაც დისკუსიებზე იყო საუბარი და ჩვენ ეს დისკუსიები გავლილი გვაქვს. იდისკუსიონ რამდენიც უნდათ იმასთან დაკავშირებით, აპირებენ თუ არა მონაწილეობის მიღებას. ჩვენთვის შემდეგი ეტაპი არის ნეიტრალურ და აპოლიტიკურ კანდიდატებზე შეჯერების საკითხი. როგორც კი მათი დისკუსიის დღის წესრიგში ეს საკითხი გაჩნდება, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)