16:20 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-07 10:09:57, 868 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ქოცის გინება აიკრძალა, ცენზურაზე უარესია ამ მხრივ

პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან სოცქსელებში გინებისთვის მოქალაქეების დასჯის კანონის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონით არა გინება, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლის გინება აიკრძალა, შესაბამისად, "სპეციალური სუბიექტიც გამოჩნდა". 

ამის შესახებ გვარამიამ ფორმულას ეთერში გიორგი თარგამაძის გადაცემაში ილაპარაკა.

"საქართველოს ხელისუფლება, თან ნახეთ, როგორ გვეუბნება - "გინება არ შეიძლებაო" კი არ ამბობს, ხელისუფლების წარმომადგენლის გინება არ შეიძლებაო, ანუ სპეციალური სუბიექტიც გამოჩნდა, ანუ ქოცის გინება აიკრძალა. ამას ასე ჰქვია. სიტყვა ქოციც შეიძლება აკრძალონ, მართალი გითხრა. 

ეფექტურად გამოდის ეს, რომ ქოცს არ შეიძლება აგინოს არავინ, ამ კანონს მოკლე შინაარსი აქვს ასეთი. ცენზურაზე უარესია ამ თვალსაზრისით, ამას ვამბობ. სპეციალური დაცული სუბიექტი ჰყავს, ბელადივით უნდა დაიცვან ვიღაც, ხომ ხვდებით.

ეს უფრო საგანგაშო ამბავია სინამდვილეში. ცენზურა ამ ქვეყანაში არის, რახანია ქოცების ცენზურა გამოიხატება იმაში, რომ ტელევიზიები იხურება მიწყობით. [...] ტელევიზიაში შევარდნებით არ იხურება მარტო. მეტსაც ვიტყვი, თანამედროვე დიქტატურებში ტელევიზიები სულ სხვა მეთოდით იხურება. სულ სხვა მეთოდით იხურება ძალიან ბრუტალურ დიქტატურებშიც კი, იქაც ტელევიზიებს გუდავენ ფინანსურად, სასამართლო სარჩელებით, ჟურნალისტებზე გარეთ თავდასხმებით და ასეთი ტიპის რეგულირებით". - თქვა გვარამიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics