16:19 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-06 14:59:58, 839 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი რობინ დანიგანზე - როგორც წესი, ელჩები დროზე ადრე პენსიაზე არ გადიან

როგორც წესი, ელჩები დროზე ადრე პენსიაზე არ გადიან - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სულ მცირე, იგი თვითონ არ ეთანხმება იმ პოლიტიკას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ იმ პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობა, რომელსაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს, ელჩის თანამდებობიდან წასვლაზეც აისახა.

„ამ წასვლას წინ უძღოდა გარკვეული დიპლომატიური ეთიკის დარღვევა, არა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის მიმართ, არამედ ხელისუფლების მიმართაც, რომელიც მოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების მართვის სათავეში. არ შეიძლება, დაუშვებელია, რომ ელჩი არ აქვეყნებდეს იმ განცხადებას, წერილს, მიმართვას და სპეკულაციებისთვის ქმნიდეს წინაპირობას. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სულ მცირე, იგი თვითონ არ ეთანხმება იმ პოლიტიკას, იმ მიმართულებებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს. მისი გადადგომაც, რასაკვირველია, უკავშირდება ამ თემას, ვინაიდან დროზე ადრე პენსიაზე ელჩები, როგორც წესი, არ გადიან, თუმცა კორექტული იყო მისი განცხადება თავისი ქვეყნის მიმართ. თუმცა ფაქტია, ის წინააღმდეგობაც, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს, იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია ატარებს, რეალურად, აისახა ელჩის თანამდებობიდან წასვლაზეც. ყოველ შემთხვევაში სხვა ანალიზი და საფუძველი ამ გადადგომას არ გააჩნია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დანიგანი აღნიშნავს, მისი გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics