|
2025-06-06 11:32:24, 854 ნახვა
პოლიტიკა
ოცნება „ფრაქციის წევრების წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის პასუხად“ საჩივრით შსს-ს მიმართავს
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას თქმით, ოცნება შსს-ს მიმართავს "ფრაქციის წევრების წინააღმდეგ გარედან მართული და დაფინანსებული სიძულვილის კამპანიის საპასუხოდ". "ჩვენი გუნდის პოზიცია იყო და არის პრინციპული - სიძულვილის ენა, იქნება ეს ორკესტრირებული შეურაცხყოფა, სიძულვილის კამპანია, თუ პოლიტიკური ძალადობის წახალისება, ვერ იქნება ქართულ პოლიტიკის ნაწილი. უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერი სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას. 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის, ანდა საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა გინება ან მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების საქმიანობასთან დაკავშირებით ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამსართალდარღვევად. შესაბამისად, ფრაქცია ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრების წინააღმდეგ გარედან მართული და დაფინანსებული სიძულვილის კამპანიის საპასუხოდ ვიწყებთ სამართლებრივ დავას და საჩივრით მივმართავთ შსს-ს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული და უკიდურესად შეურაცხმყოფელი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება" - თქვა კირცხალიამ ბრიფინგზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)