|
2025-06-06 11:22:09, 819 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ძალა
ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჭერა. ბრძოლა გრძელდება. მინდა ყველას მოვუწოდო პროტესტის ყველა ფრონტზე გაგრძელებისკენ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. მისი თქმით, უკვე 4 წელია მის დაჭერას ცდილობენ, თუმცა ეს არ გამოუვათ, რადგან ბრძოლას ბოლომდე აპირებს. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ მე ციხეში შევიდე. ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჭერა. ბრძოლა გრძელდება. მინდა ყველას მოვუწოდო პროტესტის ყველა ფრონტზე გაგრძელებისკენ. უკვე 4 წელია, რაც ჩემს დაჭერას და 9 წლით დაპატიმრებას ცდილობენ. მათ ეს არ გამოუვიდათ რადგან ჩვენ ვიბრძოლეთ. ჩვენ მურუსიძის და ბიძინას რუსულ სასამართლოში დაამტკიცეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)