17:53 - 04 Jul, 2026
|
2025-06-05 13:45:54, 756 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ წევრებზე - ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს პარლამენტში ვერ გავაჩერებთ
რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს ჩვენ პარლამენტში ვერ გავაჩერებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებთან დაკავშირებით განუცხადა. „იმ 12 დეპუტატს, რომელიც დეკემბრიდან მოყოლებული „შატალოზეა“ და იღებს პარტიულ დაფინანსებას, მიუხედავად იმისა, რომ თითი თითზე არ დაუკარებია საქართველოს პარლამენტში მუშაობის მხრივ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს ჩვენ პარლამენტში ვერ გავაჩერებთ. შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდება ამ თორმეტეულს. ვინაიდან სია არაა ჩახსნილი, რა თქმა უნდა, შემდეგ 12-ს ექნება შანსი, რომ ქართველ ხალხს დაანახოს საერთოდ რაიმეს გაკეთებას აპირებენ თუ არა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)