17:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 14:07:15, 856 ნახვა

პოლიტიკა
ეკა გიგაური - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტის მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროპარლამენტის მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს, რადგან მიგვაჩნია, რომ დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მარტო არ ვართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანია. ჩვენ დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ერთგული ვართ და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, ხმის მიცემის უფლებას, შეკრების უფლებასა და რეპრესიების გარეშე ცხოვრების უფლებას მტკიცედ ვიცავთ. მრავალი თვეა ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოგადოება საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის. გვჯერა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ. ასევე, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის, დემოკრატიისთვის მებრძოლების, დამოუკიდებელი მედიისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ასევე, გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებმაც საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორება გადაწყვიტეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან მოქმედებებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების კოორდინაცია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics