|
2025-05-29 16:19:40, 939 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
თიბისის დაფინანსებით, კომპანიამ “საზღვაო ხაზი ე-60“ ახალი ბორანი შეიძინა და საქართველო-რუმინეთს შორის გადაზიდვებს უკვე ორი ბორნით ასრულებს. „აია“ და „დიოსკურია“ ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი ბორნებია, რომლებსაც ფოთი-კონსტანცა-ფოთის მიმართულებით სხვადასხვა კატეგორიის ტვირთები გადააქვთ, მათ შორის სარკინიგზო, სატვირთო და მსუბუქი მანქანები; ბორნებით სარგებლობა სამომავლოდ მგზავრებსაც შეეძლებათ. თიბისის მიერ დაფინანსებულ პროექტს სტრატეგიული დანიშნულება აქვს არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ სექტორისთვისაც: ერთი მხრივ, საბორნე გადაზიდვები მთავარი ევროპული მარშრუტის(E60 მაგისტრალი) ნაწილია, რომელიც საფრანგეთიდან ყირგიზეთამდე სატრანსპორტო დერეფანს მოიცავს და ამ მარშრუტზე უწყვეტ ჯაჭვს ქმნის; მეორე მხრივ კი, ფოთი-კონსტანცა-ფოთის რეისები უმოკლესი გზაა საქართველოსა და ევროპის შავი ზღვით დასაკავშირებლად, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის არამარტო რეგიონისთვის, არამედ „შუა კორიდორის“ დატვირთულობის გაზრდისა და მისი სტაბილურად განვითარებისთვის. პროექტში თიბისის თანამონაწილეობა 19 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში შეიძინა კომპანიამ ბორანი „დიოსკურია“ და ბიზნესის გაფართოება შეძლო. ბორნის ტევადობა 80 დიდ სატვირთო და 30 მსუბუქ მანქანას მოიცავს, აღჭურვილია კომფორტული კაბინებით, მოეწყობა რესტორნები, ბარები და გასართობი სივრცეებიც. მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო ტრანსპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. თიბისი, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერი,“საზღვაო ხაზი ე-60”-ის პარტნიორია მისი დაარსების დღიდან და ხელს უწყობს არამხოლოდ კომპანიის, არამედ ზოგადად სატრანსპორტო დარგის განვითარებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბანკის პორტფელი ლოგისტიკის მიმართულებით 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისი აგრძელებს სექტორის მხარდაჭერას: მსგავსი პროექტების განვითარებითა და ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვით კი მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმოჩენას უწყობს ხელს.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)