|
2025-05-28 21:54:15, 1170 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - სავიზო შეზღუდვები დაწესდება უცხოელების მიმართ, ვინც ამერიკელებს ცენზურას უწესებს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ახალი სავიზო შეზღუდვები გამოაცხადა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც [აშშ-ს კონსტიტუციით] "დაცული გამოხატვის თავისუფლების ცენზურაზე პასუხისმგებლები არიან". "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ცენზურის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში, შემაშფოთებელია ის შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მთავრობები და მათი ოფიციალური პირები ამას გვერდს უვლიან. ზოგ შემთხვევაში, უცხოელი ოფიციალური პირები აშკარა ცენზურას იყენებენ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების, აშშ-ს მოქალაქეებისა და რეზიდენტების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ". - წერია რუბიოს განცხადებაში. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი "მიუღებელს" უწოდებს აშშ-ს მოქალაქეებზე ან რეზიდენტებზე დაპატიმრების ორდერების გაცემას, იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება მათ მიერ აშშ-ს ტერიტორიაზე ყოფნის დროს ამერიკულ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებს. "ზუსტად ასევე მიუღებელია, როდესაც უცხოელი ოფიციალური პირები ამერიკული ტექნოლოგიური პლატფორმებისგან მოითხოვენ დანერგონ მოდერაციის წესები ან ჩაერთონ ცენზურის დაწესებაში, რაც სცდება მათ უფლებამოსილებას". - წერს რუბიო. გამოცემა Reuters აღნიშნავს, რომ რუბიოს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული კონკრეტულად რომელი ქვეყნები ან ოფიციალური პირები გახდებიან სავიზო შეზღუდვის სამიზნე, თუმცა, აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა უცხოელმა ოფიციალურმა პირმა "აშკარა ცენზურის ზომები მიიღო აშშ-ს ტექნოლოგიური კომპანიების, აშშ-ს მოქალაქეებისა და რეზიდენტების წინააღმდეგ, როდესაც მათ ამის უფლებამოსილება არ აქვთ".
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)