23:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-25 11:23:52, 762 ნახვა

მსოფლიო
ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ოპერაციას დღეს დილით, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულთა შორის შვიდი პალესტინელია, რომლებიც ჩრდილოეთ ღაზაში, საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის დროს დაიღუპნენ.

ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აბასან ალ-კაბირაზე, სადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.

არაბულ ანკლავში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის მთელი მუდმივი არმია და ჯავშანტექნიკა ამჟამად ღაზაში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics