21:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 16:45:03, 749 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურაში ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. კუდ-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და უკანონო ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილი უწყებაში სულ ცოტა ხნის წინ მივიდა.

მასთან ერთად საგამოძიებო უწყებაში იმყოფება ადვოკატიც. სავარაუდოდ, საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება-შენახვის საქმეს. თუმცა, რა შეკითხვები აქვთ ვასილ ჯამალაშვილთან, კონკრეტულად, გამომძიებლებს, ეს ჯერჯერობით უცნობია. 

ცნობისთვის, ვასილ ჯამალაშვილმა გუშინ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებთან დაკავშირებით არანაირი შეხება არ აქვს. მეტიც, როგორც ის ამტკიცებს, მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, ვინაიდან მასთან რთული ურთიერთობა აქვს. მისივე თქმით, მამამისს სხვა ოჯახი ჰყავს და მამა-შვილს ურთიერთობა გაწყვეტილი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ ვასილ ჯამალაშვილს ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. პროკურორის თქმით, ჯერჯერობით ეს არ იკვეთება.

ცნობისთვის, ვასილ ჯამალაშვილის მამას ზურაბ ჯამალაშვილს სასამართლომ დღეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შეგახსენებთ, ჯამალაშვილი 15 მარტს 157-ე მუხლით დააკავეს, რაც პირადი საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics