10:38 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 13:42:45, 876 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და მართლმსაჯულება

სასამართლო და მართლმსაჯულება ჩვენ არ გვაქვს, ეს არის ხელისუფლების დანამატი, რომელიც იმას აკეთებს, რასაც ივანიშვილი იტყვის. იმედი მაქვს, რეჟიმი სწრაფად და რადიკალურად ჩამოიშლება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. ის გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს დაესწრება.

როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, რეჟიმის სწრაფი ჩამოშლა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს საქართველოსა და რეგიონისთვის.

„სასამართლოსგან სერიოზული მოლოდინები არ გვაქვს. სასამართლო და მართლმსაჯულება ჩვენ არ გვაქვს, ეს არის ხელისუფლების დანამატი, რომელიც იმას აკეთებს, რასაც ივანიშვილი იტყვის. იმედი მაქვს, რეჟიმი სწრაფად და რადიკალურად ჩამოიშლება, ეს კი მოიტანს მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოსა და რეგიონისთვის.

მე აქ ვარ იმისთვის, რომ მზია ამაღლობელს მხარი დავუჭირო, პროცესზე შევიდე, ასევე შევხვდე ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც აქ არიან. ვიცნობ და მთხოვეს ჩამოსვლა. ასევე, მხარი დავუჭირო მზიას წარდგენას სახაროვის პრემიაზე, რაც ევროპარლამენტის პრეროგატივაა“, - აღნიშნა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics