02:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 13:24:43, 1294 ნახვა

ომი უკრაინაში
მარკო რუბიო - დროა, მოსკოვმა და კიევმა ომის დასასრულებლად კონკრეტული წინადადებები წარადგინონ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთმა და უკრაინამ მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგან, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ შუამდგომლობას შეწყვეტს. 

"[დრო მოვიდა], რომ ამ კონფლიქტის დასრულების გზებზე ორივე მხარემ კონკრეტული წინადადებები წარადგინოს". - ციტირებდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტემი ბრიუსი მარკო რუბიოს 29 აპრილის პრესბრიფინგზე. 

ბრიუსის თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, გამოეთიშება თუ არა ვაშინგტონი მოსკოვსა და კიევს შორის შუამდგომლობის პროცესს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელშია. 

"თუ პროგრესი არ იქნება, ჩვენ უკან დავიხევთ, როგორც მედიატორები ამ პროცესში". - თქვა პრესსპიკერმა. 

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ომში ჩართულ მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების დროულად მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics