|
2016-03-15 17:35:43, 449 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი კონოვეი საქართველოს მხრდაჭერას დაჰპირდა
კონგრესმენი კონოვეი საქართველოს მხრდაჭერას დაჰპირდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში „რესპუბლიკელ“ კონგრესმენს შეხვდა. კონგრესმენმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კონგრესში საქართველოს ინტერესების გატარების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. „ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს მართავს ამერიკის კონგრესსა და სენატში. მიხეილ ჯანელიძე შეხვდა კონგრესმენ მაიკ კონოვეის (რესპუბლიკელი, ტენესის შტატიდან), რომელიც კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრია. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. კონგრესმენთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელი საკითხები. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კონგრესმენს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, საქართველოს მხარდამჭერი ტექსტის შეტანისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, მრავალი მიმართულებით. მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა კონგრესმენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ ინიციატივებზე, რაც ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას, პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციას და არჩევნების კონკურენტუნარიან და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარებას ემსახურება. საუბარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრის ინიცირებული რეფორმების პაკეტს, რომელიც ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. კონგრესმენმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კონგრესში საქართველოს ინტერესების გატარების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. კონგრესმენმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და გამოხატა საკუთარი მზაობა ხელი შეუწყოს პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)