|
2016-03-15 17:01:21, 1264 ნახვა
კომენტარი
თვითმმართველობის წევრი: ბრძოლა იქნება შეუვალი და უკომპრომისო, იქამდე სანამ რექტორი არ გადადგება
სტუნდეტური თვითმმართველობის წევრები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თვითმმართველობის წევრმა შოთა კეზერაშვილმა განუცხადა. კეზერაშვილის თქმით, ბრძოლა შეუვალი და უკომპრომისო იქნება. ამასთან, მისივე განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რექტორი თანამდებობას არ დატოვებს. „მოლაპარაკებები გრძელდება და ველოდებით მოლაპარაკებების დასრულებას. იმ შემთხვევაში თუ რექტორი არ გადადგება, არ შევწყვეტთ პროტესტს. მოთხოვნა რჩება უცვლელი და ვეცდებით ყველანაირი გზით მივაღწიოთ იმას, რომ შედეგი დაიდოს. აკადემიური საბჭოს სხდომის ოთახს არ დავტოვებთ და ვეცდებით, მაქსიმალურ ჩარჩოებს არ გავცდეთ“, - განაცხადა კეზერაშვილმა. მისივე განცხადებით, ინფორმაცია, რომ თითქოს ძალადობრივი გზით მოხდა აკადემიური საბჭოს ოთახში შესვლა, ეს გადაჭარბებულია. „არანაირი ძალის გამოყენება არ ყოფილა. ეს იყო გადაჭარბებული. თუ რამდენი სტუდენტი შიმშილობს ეს დასაზუსტებელია, რადგან ჩვენი მეგობრები ვერ ახერხებენ შემოსვლას და ისინი შემოგვიერთდებიან. ერთ რამეში ვართ დარწმუნებული მეც და ჩემი მეგობრებიც, რომ ბრძოლა იქნება შეუვალი და უკომპრომისო მანამ, სანამ რექტორი არ გადადგება“, - განაცხადა კეზერაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)