09:54 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 16:03:31, 625 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სოფრომაძე საყოველთაო ჯანდაცვის მიმიდინარეობის პროცესს გაეცნო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობის პროცესს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა სოფრომაძემ  კლინიკის ექიმებისა და პაციენტებისგან მოისმინა მომსახურების ხარისხისა და პროგრამის მიმდინარეობის  შესახებ.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარიშვილმა განაცხადა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურებისთვის ანაზღაურება დროულად ხდება, რამაც კლინიკას განვითარებისა და მომსახურების სპექტრის გაზრდის საშუალება მისცა. 

ზაზა სოფრომაძემ გადაუდებელი დახმარებისა და  კარდიო-ქირურგიული განყოფილებებიც დაათვალიერა.

2015 წელს  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ჩაფიძის კლინიკის მომსახურებით 25000-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics