21:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 14:14:43, 846 ნახვა

მსოფლიო
ანალენა ბერბოკი - რუსეთის პრეზიდენტს სურს, გააგრძელოს უკრაინის განადგურება

სუმიზე საშინელი თავდასხმა ცხადყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტს სურს, გააგრძელოს უკრაინის განადგურება და ამით განაგრძოს შეტევა ევროპულ მშვიდობაზე, – ამის შესახებ გერმანიის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის თავდასხმა ცხადყოფს, რომ ვისაც მშვიდობა სურს, უნდა დაიცვას უკრაინა და უკრაინას მხარი დაუჭიროს.

„ამიტომ, უკრაინის დაცვის გაზრდა, უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდა არის სამშვიდობო პოლიტიკა. ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალით შევძლებთ ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფას. რაც უფრო ფართოა ეს მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ერთ დღეს ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ევროპის მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დადგომას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics