19:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-13 13:01:21, 847 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკის შტატში მცირე თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 1 ადამიანი

ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ კოპაკთან ახლოს, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბოლო მონაცემით ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ერთი მგზავრი.

ორძრავიანი მიცუბიშის ფირმის MU-2B თვითმფრინავის ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა. ბორტი კოლუმბიის საგრაფოს აეროპორტისკენ მიემართებოდა.

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, საგრაფოს შერიფს ამ ეტაპზე ავიაკატასტროფის დეტალებზე განცხადება არ გაუკეთებია.

შერიფის თანაშემწეს თქმით, ჩამოვარდნის რეგიონში უამინდობაა, რომელიც სამაშველო სამუშაოებს აფერხებს.

ავიაკატასტროფის მიზეზების შესწავლაზე უკვე მუშაობს ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების ბორდი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics