19:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-13 10:54:47, 1021 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოებას გეგმავს

ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოებას გეგმავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

მან მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა, დატოვონ ის ადგილები, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალები ოპერაციებს განახორციელებენ.

„ისრაელის თავდაცვის ძალების ინტენსიური ქმედებები მალე ღაზას ტერიტორიის უმეტესი ნაწილის სხვა ადგილებშიც გავრცელდება და თქვენ საბრძოლო ზონებიდან ევაკუაცია მოგიწევთ“, - მიმართა კაცმა ღაზის მოსახლეობას.

მინისტრმა ასევე მოუწოდა პალესტინელებს, თავიდან მოიშორონ „ჰამასი“ და გაათავისუფლონ ყველა მძევალი.

„ეს ომის დასრულების ერთადერთი გზაა“, - დასძინა კაცმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა 18 მარტს ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები განაახლა. 19 მარტს განახლდა სახმელეთო ოპერაციაც. ისრაელის მთავრობა განმარტავს, რომ მისი მიზანია „ჰამასზე“ ზეწოლის გაზრდა ტყვედ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მიზნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics