20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 18:37:03, 771 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის

ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა ცდილობს მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ეგეოსის ზღვაში და ხელ უწყობს დადებითი ატმოსფეროს შენარჩუნებას მეზობელ საბერძნეთთან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი აქტიურად აკვირდება ბალკანეთზე განვითარებულ მოვლენებს და მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში თავიანთ ადგილს აძლიერებენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მუშაობს ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობისთვის უშუალო სამეზობლოში, როგორიც არის უკრაინა, სირია, ლიბია და ღაზა.

„სრული გულწრფელობით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ თვალი არ გვიჭირავს ვინმეს მიწაზე, ვინმეს სუვერენიტეტზე ან რესურსებზე. ჩვენ არ გვაინტერესებს, რა არის მიწის ქვეშ. ჩვენ გვაინტერესებს, რა არის მიწის ზემოთ, ჩვენ ადამიანები გვაინტერესებს, ადამიანების სიცოცხლე გვაინტერესებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics