|
2025-04-08 20:15:38, 752 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ევროპულებს მიაჩნიათ, რომ უნდა დაისვას საქართველოს ევროსაბჭოდან გაგდების საკითხი
არის ევროპული ქვეყნების პოლიტიკური ძალების ნაწილი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ უნდა დაისვას [საქართველოს] ევროსაბჭოდან გაგდების საკითხი „ქართული ოცნების“ პირობებში , - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სტრასბურგიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ ძალიან მწვავე რეზოლუციას, რომელშიც ძალიან გასაგებად, კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ არანაირი ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობას არ აქვს. „ევროსაბჭოს ორგანოებში მონაწილეობა და მუშაობა არის ვალდებულება და არა არჩევანი, თუ წევრი ქვეყანა ხარ. ჩვენი, „ძლიერი საქართველოს“ პოზიცია არის, რომ ეს [ევროსაბჭოდან გარიცხვა] იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის და ჩვენი პოზიცია არის, რომ ყველა ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული - პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი არჩევნების შემთხვევაში საქართველოში ახალი რეალობა იქნება და ქვეყნის გაგდება ევროსაბჭოდან, არ იქნება დღის წესრიგში დასასმელი საკითხი. იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროსაბჭოდან გაგდების საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების უზურპაციის პირობებში, მომავალში რა იქნება, ამის გამორიცხვა რთულია. ამჯერად იქნება არა მორიგი, არამედ ძალიან მწვავე რეზოლუცია და ამ რეზოლუციაში ძალიან გასაგებად, კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ არანაირი ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობას არ აქვს. ფაქტობრივად, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული მანდატი არ აქვს მიღებული, შესაბამისად ხელისუფლება უზურპირებული აქვს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით 10 აპრილს გადაუდებელ დებატებს გამართავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)