|
2025-04-08 15:14:13, 616 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება!
პირველად მესმის აღნიშნული. არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება! - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, 2026 წელს დაინიშნოს. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, საპარლამენტო არჩევნები კი 2028 წელს იქნება. „პირველად მესმის აღნიშნული. არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი ქალაქი, რაიონი, სოფელი, უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც დღეს დგას და საჭიროა მოგვარებული იყოს. შესაბამისად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება, 2028 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები როგორც ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი. რაც შეეხება ოპოზიციაში ირაკლი ღარიბაშვილის გადასვლას, აღნიშნული განცხადება არ ვიცი საიდან გამომდინარე იქნა გაკეთებული. გამიჭირდება ამაზე პასუხი. რაც შეეხება ოპოზიციურ ველს, ზოგადად, ძალიან დიდი შესაძლებლობებია. არსებობს უკვე დიდი პლატფორმა და შესაძლებლობა იმის, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები. ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს, არსებობს ქვეყანაში რადიკალური დაჯგუფება, რომელიც არის გამარგინალებული და მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგეს პრობლემას როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ქვეყნისა და ამ ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ვართ რიგითი ჯარისკაცები, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს სამშობლოსა და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს წაადგება“,- განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, კახა კახიშვილმა, გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 2026 წელს დაინიშნოს. ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა „ნამდვილი ოპოზიცია“ შექმნას და თორნიკე რიჟვაძეს, გრიგოლ ლილუაშვილს და იმ ადამიანებს, რომელთაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ და „ისე დარჩნენ“, [ოპოზიციაში] თავისი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცეთ. ამავე კონტექსტში კახიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა, რომელიც, მისი აზრით, „მოვა დრო და წავა „ქართული ოცნებიდან“.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)