21:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 18:49:28, 786 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა 4%-მდე ვარდნით გაიხსნა

აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა 4%-მდე ვარდნით გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

Sky News-ის ცნობით, S&P 500-ის ინდექსი 3.7%-ით დაეცა, NASDAQ-ი 3.9%-ით შემცირდა, ხოლო Dow Jones-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა.

დღეს, ვარდნა განიცადა აზიისა და ევროპის საფონდო ბირჟებმაც.

ჰონგ-კონგის Hang Seng-ის ინდექსი 13.2%-იანი ვარდნით დაიხურა, რაც 1997 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ევროპაში საფონდო ბირჟების ინდექსები 4-5%-ით დაეცა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფონდო ბირჟების გახსნამდე აშშ-ის მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა.

„აშშ-ს აქვს შანსი გააკეთოს ის, რაც ათწლეულების წინ უნდა გაკეთებულიყო. ნუ იქნებით სუსტები და სულელები! ძლიერები, გაბედულები და მომთმენები იყავით და შედეგიც სიდიადე იქნება“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics